უკრაინა დღეიდან სამხედრო რეზერვისტების გაწვევას იწყებს

უკრაინა დღეიდან სამხედრო რეზერვისტების გაწვევას იწყებსუკრაინა დღეიდან რეზერვისტების სამხედრო სამსახურში გაწვევას იწყებს. მედიის ინფორმაციით, გამოძახებას ექვემდებარებიან 18-დან 60 წლამდე რეზერვისტები, როგორც ოფიცრები, ასევე რიგითები.

სამსახურის მაქსიმალური ვადა 1 წელია.

BBC-ი წერს, რომ ექსპერტების შეფასებით, უკრაინის სარეზერვო თავდაცვის ძალებში დაახლოებით 900 000 ადამიანი მსახურობს.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას რეზერვისტების განსაკუთრებული პერიოდის განმავლობაში გაწვევის შესახებ.