უკრაინაში ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გადაწყვიტა. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ 48 საათში უნდა დაამტკიცოს.
თანხმობის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობა მთელს უკრაინაში 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
რაც შეება დონეცკსა და ლუგანსკს, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის თქმით, აღნიშნულ რეგიონებში საგანგებო რეჟიმის დაწესება შეუძლებელია, თუმცა იქ საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციალური რეჟიმის ისედაც მოქმედებს.
ეს იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და იმ ობიექტების დაცვის გაძლიერება, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობისა და სახალხო მეურნეობის ცხოველმყოფლობას (ცხოველმოქმედებას), ეს შეიძლება იყოს ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, მისი დამატებით დათვალიერება, ფიზიკური პირებისთვის დოკუმენტების შემოწმება. ეს პრევენციული საკითხებია, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიობა, იმუშაოს ეკონომიკამ დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად, – განაცხადა დანილოვმა.
ტვ პირველი