ხერსონის ოლქში, სოფელ ლიუბიმოვკაში უკრაინელმა ბოშებმა რუს ოკუპანტებს ტანკი მოპარეს.
„შეიარაღებული ძალების გმირული მუშაობის გარდა, სამაშველოში მოდიან მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბოშები. ამ უკანასკნელებმა დღეს, 27 თებერვალს, რუს დამპყრობლებს ტანკი მოპარეს. და ეს მოხდა კახოვკადან არც თუ ისე შორს, ხერსონის რაიონის სოფელ ლიუბიმოვკაში” – ნათქვამია ინფორმაციაში.
“ხერსონის რაიონი იწვის. სოფელ ლიუბიმოვკაში ბოშებმა ტანკი მოიპარეს. კიდევ ერთხელ – ბოშებმა ტანკი მოპარეს რუსებს”, – წერენ ადგილობრივები.