უკრაინის დელეგაცია რუსებთან შეხვედრაზე საიდუმლო მარშრუტით გაემგზავრა

უკრაინის დელეგაცია რუსებთან შეხვედრაზე საიდუმლო მარშრუტით გაემგზავრაუკრაინის და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა რამდენიმე საათში გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა.

თეოდორ ვენისლავსკის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციას ბელორუსიის საზღვრამდე მისასვლელად რამდენიმე საათი დასჭირდება.

– უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მარშრუტი შეიცვალა, ამიტომ ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე საათში  დაიწყება. ჩენი დელეგაცია უსაფრთხოების მიზნით, დელეგაცია მათი სიცოცხლისთვის უსაფრთხო მარშრუტით გაემგზავრა. მარშრუტი გასაიდუმლოებულია, – განაცხადა ვენისლავსკიმ.
მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებების შედეგები ცნობილი ორშაბათს, დღის ბოლომდე  გახდება.

ტვ პირველი