უკრაინის რადა გაეროს – “შეიქმნას ტრიბუნალი პუტინის რეჟიმის დანაშაულთა გამოსაძიებლად”

უკრაინის რადა გაეროს - "შეიქმნას ტრიბუნალი პუტინის რეჟიმის დანაშაულთა გამოსაძიებლად"უკრაინის რადა გაერო-ს გენერალურ ასამბლეას მიმართავს წინადადებით, შექმნას სპეციალური ტრიბუნალი იმ დანაშაულთა გამოსაძიებლად, რომელიც რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა ჩაიდინა მსოფლიო ქვეყნების წინააღმდეგ. მიმართვა დეპუტატებს რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა გააცნო.

„მივმართავთ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას წინადადებით, შექმნას სპეციალური ტრიბუნალი პუტინის რეჟიმის დანაშაულებათა გამოსაძიებლად უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა და სხვა სახელმწიფოებში. ბარბაროსული დანაშაულებების ჩადენის შედეგად უკრაინაში, რუსეთის ადგილი არ არის მსოფლიო ცივილურ სახელმწიფოთა შორის. მასთან კონტაქტი შესაძლებელია მხოლოდ აგრესიის შეჩერებისა და დიქტატორული სისხლიანი რეჟიმის ცვლილების შემდეგ“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.

უკრაინის პარლამენტი ასევე, მოუწოდებს მთელ მსოფლიოს რუსეთი აღიაროს ტერორისტ სახელმწიფოდ.

რადა მსოფლიოს ასევე მიმართავს, არ აღიარონ სამხედრო ტერორისტის ვლადიმერ პუტინის ლეგიტიმურობა და განახორციელონ მისი სრული იზოლაცია მსოფლიო არენაზე.

იპნ