ვატიკანი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას დიალოგში ხელი შეუწყოს

ვატიკანი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას დიალოგში ხელი შეუწყოსვატიკანი მზად არის ხელი შეუწყოს უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგს ომის დასასრულების მიზნით, – ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა.

მისი თქმით, მიაჩნია, რომ „მოლაპარაკებისთვის ჯერ კიდევ და ყოველთვის არის ადგილი და არასდროს არის გვიან”.

„ვატიკანი დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და გამოხატავს მზადყოფნას, რუსეთთან დიალოგის ფასილიტატორობისთვის,“- განაცხადა მდივანმა კარდინალმა პიეტრო პაროლინმა.

იპნ