უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი უკრაინელებს მიმართავს და მოუწოდებს ყველას, ვისაც შეუძლია ხელში იარაღის აღება, ვისაც აქვს იარაღი აიღონ ხელში და მოემზადონ წინააღმდეგობისთვის:
“უკრაინელებო, პუტინის რეჟიმი თავს დაესხა ჩვენს სამშობლოს. ფანჯრების მიღმა აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინა რუსეთის მთელს პერიმეტრზე დაიწყო სამხედრო მოქმედებები. ამ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ყველას ვისაც შეუძლია ხელში იარაღის აღება, ვისაც აქვს იარაღი, კანონიერად თუ უკანონოდ, აიღეთ ხელში იარაღი და მოემზადეთ წინააღმდეგობისთვის. ჩვენ არავის დავუთმობთ სამშობლოს” – აცხადებს ჟურნალისტი.