ზელენსკი – “ჩვენი საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაყვანას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ”

ზელენსკი - "ჩვენი საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაყვანას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ"უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ მათი საზღვრებიდან რუსეთის ჯარის გაყვანას ჯერჯერობით ვერ ხედავენ.

„გულწრფელად გითხრათ, ვრეაგირებთ იმ რეალობაზე, რაც გვაქვს და ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ჯარის გაყვანას, ჩვენ ამის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ გვესმის,“ – განაცხადა ზელენსკიმ BBC-თან საუბარში.

მისი თქმით, როდესაც ჯარებს გაიყვანენ „ამას ყველა დაინახავს, მაგრამ ახლა ეს მხოლოდ განცხადებებია“.

ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყველა ნორმალური ადამიანი ელოდება დეესკალაციას.

„ყველა ნორმალური ადამიანი ელის დეესკალაციას. რაც შეეხება საფრთხეს, არაერთხელ მითქვამს, რომ ნებისმიერ საფრთხეს მშვიდად ვხვდებით, რადგან ეს ყველაფერი გუშინ არ დაწყებულა. ეს უკვე მრავალი წელია ხდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.