ზელენსკი – “რაც უფრო ადრე დაიწყება რუსეთთან საუბარი, მით ნაკლები იქნება მისი დანაკარგი”

ზელენსკი - "რაც უფრო ადრე დაიწყება რუსეთთან საუბარი, მით ნაკლები იქნება მისი დანაკარგი"უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. მან რუსეთს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვისკენ მოუწოდა.

„ადრე თუ გვიან რუსეთი უნდა დაგველაპარაკოს იმის შესახებ, თუ როგორ დავასრულოთ მტრობა და შევაჩეროთ შემოჭრა. რაც უფრო ადრე დაიწყება რუსეთთან საუბარი, მით უფრო ნაკლები იქნება მისი დანაკარგი”, – განაცხადა მან.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელები ქვეყნის დაცვას აგრძელებენ.

იპნ