ზელენსკი – “რუსეთის დელეგაციას ბელარუსის საზღვარზე შევხვდებით”

ზელენსკი - "რუსეთის დელეგაციას ბელარუსის საზღვარზე შევხვდებით"უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაცია რუსეთის დელეგაციას უკრაინა – ბელარუსის საზღვარზე შეხვდება. ამის შესახებ ზელენსკიმ „ფეისბუქზე“ დაწერა.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი „ფეისბუქის“ გვერდზე ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შესახებ წერს:

„შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია შეხვდება რუსეთის დელეგაციას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უკრაინა – ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის რაიონში. ალექსანდრე ლუკაშენკომ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრების, მოლაპარაკებისა და უკან დაბრუნების დროს ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზეა განთავსებული, ხმელეთზე დარჩება“, – წერს ზელენსკი.