უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს.
„რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აგრესიის გასამართლებლად გენოციდის ცნების მანიპულირებისთვის. ჩვენ ვითხოვთ გადაუდებელ გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთს დაევალება შეწყვიტოს სამხედრო აქტივობა ახლავე და ველით, რომ სასამართლო პროცესი მომავალ კვირას დაიწყება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ქმედებები – საბავშვო ბაღების, საცხოვრებელი უბნების და არასამხედრო ინფრასტრუქტურის ზონების დაბომბვით – გენოციდის ნიშნებს ატარებს.
იპნ