ზელენსკი – “უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა”

ზელენსკი - "უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა"უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა ოფიციალურად გაწყვიტა. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ გააკეთა.

მან ასევე თქვა, რომ ის იარაღს ყველას მისცემს, ვისაც ამის სურვილი და შესაძლებლობა აქვს.

გარდა ამისა, ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინის მოქალაქეებს, განსაკუთრებით ვეტერანებს, ვისაც ძალა შესწევს დაეხმარონ სამხედრო ძალებს. მისი თქმით, არმიას მხარი ყველამ უნდა დაუჭიროს, რადგან ისინი გმირულად იბრძვიან.

მან რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართა, ვისაც ნამუსი ჯერ კიდევ შერჩენია, გამოვიდეს რუსეთის ქუჩებში და გააპროტესტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.

მთავარი