ალექსეი ვენედიქტოვს კარის წინ ღორის თავი დაუდეს 

ალექსეი ვენედიქტოვს კარის წინ ღორის თავი დაუდეს „ეხო მოსკვის” ყოფილი მთავარი რედაქტორი, ალექსეი ვენედიქტოვი თავის ტელეგრამის არხზე წერს: “გადაწყვიტეს ჩემი და ჩემი ოჯახის დაშინება? ჩემი დაშინება, რომელიც დუდაევის ბოევიკებს დასახვრეტად დავყავდი?”

ეს სიტყვები ახლავს ფოტოს, რომელზეც გამოსახულია ვენედიქტოვის საცხოვრებელი ბინის კართან დადებული ღორის თავი და უკრაინის დროშა ქსენოფობიური წარწერით.