„არ ვიცი დამლაგებლის ან მძღოლის ყოლის უფლება მექნება?“ – რუსი მილიარდერი

„არ ვიცი დამლაგებლის ან მძღოლის ყოლის უფლება მექნება?“ - რუსი მილიარდერი„ვერ ვხვდებით, როგორ გადავრჩეთ“ – რუსი სანქცირებული მილიარდერი, პიოტრ ავენი Financial Times-ს უყვება, თუ როგორ ცხოვრობს მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა სხვა რუს ოლიგარქებთან ერთად სანქციები მის წინააღმდეგაც დააწესა.

ავენი რუსული ალფა-ბანკის დირექტორთა საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელა. ის ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს სხვა ბიზნესმენებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან კრემლში შეხვედრაზე იყო. EU-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებში აღნიშნულია, რომ ის კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენია, რის გამოც საბანკო ანგარიშები და აქტივები გაუყინეს, სანქციები შეეხო მის სახლს ლონდონის მდიდრულ უბანში, ასევე, მის საკუთრებაში არსებულ ხელოვნების სახლს ერთ-ერთ გარეუბანში.

ავენი, რომლის ქონებაც, მთავრობის შეფასებით, გასულ თვეში 4.5 მილიარდი ფუნტი იყო, FT-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ არ იცის, შეუძლია თუ არა გადასახადებიც კი გადაიხადოს.

„ჩვენი ბიზნესი მთლიანად განადგურებულია. ყველაფერი, რასაც 30 წლის განმავლობაში ვაშენებდით, ახლა მთლიანად დანგრეულია. ჩვენ როგორმე უნდა დავიწყოთ ახალი ცხოვრება.

არ ვიცი დამლაგებლის ან მძღოლის ყოლის უფლება მექნება? მე არ შემიძლია მანქანის მართვა. იქნებ ჩემი მეუღლის ქალიშვილმა მართოს. ჩვენ ვერ ვხვდებით, როგორ გადავრჩეთ“.