“არაფერი დამიშავდა დღევანდელი უკანონობით!” – პოლიციამ 20 მარტს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი დააკავა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ადვოკატი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა.
მამულაშვილმა პოლიციელების მხრიდან დარღვევა შენიშნა და მათ შენიშვნა მისცა, საპასუხოდ შსს-ს თანამშრომლები გაღიზიანდნენ და ადვოკატი დააკავეს. ვასილ მამულაშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანიდან მალევე, ხელწერილის საფუძველზე, გაათავისუფლეს.
საქმე მის წინააღმდეგ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით აღიძრა.
“- მე არაფერი არ დამიშავდა, იმიტომ, რომ დღეს, ჩემს გვერდით სიტყვით და საქმით იყვნენ ჩემი კოლეგა ადვოკატები, ჟურნალისტები, მეგობრები, ნაცნობები… და დიდი მადლობა მათ!.
– მე არაფერი არ დამიშავდა დღევანდელი უკანონობით! იმიტომ, რომ თუ ფიქრობენ, რომ დაკავება ერთადერთი გზაა ჩვენი გაჩერებისთვის, დაე.. დაგვაკავონ.. მაგრამ აი! ჩვენ უკვე გარეთ ვართ.. ჩვენ, დაგვიშავდებოდა იმ შემთხვევაში, თუ 15 წლის არასრულწლოვანს, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდებოდა:
– დაცვის გარეშე დავტოვებდით! – აღიარებას ვაიძულებდით!
– საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დარღვევის აღმნიშვნელ შენიშვნას არ შევიტანდით ოქმებზე!
– საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდგომ ვინმეს თანხმობას დაველოდებოდით პოლიციის შენობის დასატოვებლად!
– პოლიციის მოთხოვნით მივიღებდით იმ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას, რომლებში მონაწილეობა პირის უფლებაა.. და არა ვალდებულება. სწორედ.. ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო მოხდა ის, რაც მოხდა!
კარგი ამბავიც მაქვს.. – ჩემი დაკავების შემდეგ საერთოდ დაავიწყდათ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი, რომლის მიმართაც ბრალდების წარდგენა და დაკავება ჰქონდათ დაგეგმილი..(ესე ამბობდნენ) (ცხადია.. ამ გეგმებსაც არ გააჩნდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები).. მოლოდინი?? – დღევანდელი დღის შემოქმედ ყველა პოლიციელს, იმედი მაქვს, მათი ქცევის ტოლფასი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ! რისთვისაც მე, თქვენთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებ!”,- წერს ადვოკატი მამულაშვილი ფეისბუქში.
მთავარი

