აშშ ევროპაში დამატებით 500 ჯარისკაცს გაგზავნის

აშშ ევროპაში დამატებით 500 ჯარისკაცს გაგზავნისამერიკის სამხედრო ძალების 500 ჯარისკაცი ევროპაში გაემგზავრება. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ნატოს მოკავშირეების შემდგომი მხარდაჭერის მიზნით, ჯარისკაცებისა და სამხედრო აქტივების ევროპაში განლაგების ბრძანება გასცა.

საჰაერო მხარდაჭერის ოპერატიული ცენტრი განლაგდება პოლონეთსა და რუმინეთში.

ამჟამად, აშშ-ს დაახლოებით 100 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს ევროპის სხვადასხვა ნაწილში განთავსებული.

ნიუპოსტი