აშშ ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 53 მლნ დოლარს გამოყოფს უკრაინისთვის

აშშ ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 53 მლნ დოლარს გამოყოფს უკრაინისთვისაშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, ახალი ჰუმანიტარული დახმარების სახით, $53 მილიონს გამოყოფს უკრაინისთვის.

დახმარება ომით დაზარალებულ ასიათასობით მოქალაქეს მოხმარდება. კერძოდ, დამატებითი მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს სურსათით გადაუდებელ დახმარებას. მათ შორის, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სახლი დატოვეს და კვეთენ უკრაინის საზღვარს.