ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ უკრაინას ე.წ. კამიკაძე დრონებს (Switchblade Drones) გადასცემს.
ამ ეტაპზე საუბარია უკრაინისთვის 100 დრონის გადაცემაზე, რომელიც მანამდე ჯო ბაიდენმა დააანონსა, კონგრესმენმა კი დააზუსტა, რომ სწორედ Switchblade დრონებზეა ლაპარაკი.
სამხედრო ექსპერტების თქმით, ამ დრონების 2 სხვადასხვა მოდელი არსებობს Switchblade 300 და Switchblade 600, ეს უკანასკნელი აღჭურვილია ტანკსაწინააღმდეგო საარტილერიო ჭურვებით. ჯერჯერობით უცნობია რომელ მოდელს მიიღებს უკრაინის ჯარი.
აღნიშნული დრონების გადატანა ზურგჩანთითაა შესაძლებელი და ტანკთან ან სამხედრო დანაყოფებთან შეჯახებისას მყისიერად ფეთქდება, სწორედ ამიტომ უწოდებენ მათ კამიკაძე დრონებს.