ატოციდან მახო ბირთველიშვილი გაუჩინარდა

ატოციდან მახო ბირთველიშვილი გაუჩინარდა ქარელის რაიონი სოფელი ატოციდან 27 წლის ახალგაზრდა, მახო ბირთველიშვილი გაუჩინარდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ნონა ბირთველიშვილი წერს.

„მოგესალმებით ძალიან გთხოვთ დაგვეხმაროთ.10 მარტს ქარელის რაიონი სოფელი ატოციდან დილის 4 საათზე სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა მახო ბირთველიშვილი, 27 წლის, ეცვა ჯინსის შარვალი და შავი კურთუკი კაპიშონით. თუ გეცნობათ ან ფლობთ თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაციას ძალიან გთხოვთ დაგვეხმაროთ“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრაიმ ტაიმი