ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, გზის ნაწილის ჩანგრევის გამო ტრაქტორი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შპს “ბათუმის წყალში” “ინტერპრესნიუსს” განუცხდეს, რომ მძიმე ტექნიკა ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდა.
“ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდის დროს, რომელსაც „ბათუმის წყლის“ სპეციალური სამსახური უხვი ნალექის დროს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს, მძიმე ტექნიკა მოცურდა, რის შედეგადაც ტრაქტორი გადაბრუნდა, თუმცა არავინ დაშვებულა. მიმდინარეობს ტრაქტორის ამოყვანის პროცესი და შემდგ არხების გაწმენდის პროცესი გაგრძელდება”,- აცხადებენ შპს „ბათუმის წყალში“.