ბელარუსის სპეცრაზმმა უკრაინასთან ომზე უარი თქვა

ბელარუსის სპეცრაზმმა უკრაინასთან ომზე უარი თქვაბელარუსმა სპეცრაზმმა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი ავრცელებს.

„რაც შეეხება ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მზადყოფნას უკრაინაში ომის წარმოების თვალსაზრისით: სპეცოპერაციების ძალების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმი არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინასთან ომში“, – ნათქვამია ანგარიშში.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის არმიის მონაწილეობის საფრთხე მაინც არსებობს.

13 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ბელარუსის სამხედრო ხელმძღვანელობა აგრძელებს ზომების მიღებას უკრაინასთან საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად.

იპნ