ბიბილოვმა ე.წ სამხრეთ ოსეთიდან უკრაინაში ჯარისკაცები გაგზავნა

ბიბილოვმა ე.წ სამხრეთ ოსეთიდან უკრაინაში ჯარისკაცები გაგზავნაე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსების დასახმარებლად უკრაინაში, კერძოდ, ოკუპირებულ დონბასში ჯარისკაცები გააგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას РИА Новости ბიბილოვის Telegram-ზე დაყრდნობით  ავცელებს.

როგორც ბიბილოვი წერს, ჯარისკაცებში დიდი საბრძოლო მუხტია.

“მათ შესანიშნავად ესმით, რომ რუსეთის დასაცავად წასვლა, ოსეთის დაცვასაც ნიშნავს, რადგან თუ ფაშიზმს შორეულ საზღვრებზე არ ჩავახშეთ, ხვალ ის ისევ იჩენს თავს აქ, ჩვენს სამშობლოსთან მიმართებაში”, – ციტირებს РИА Новости ბიბილოვის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს ფართომასშტაბიან ომს.