ბორის ჯონსონი – პუტინის აგრესია უნდა ჩავარდეს

ბორის ჯონსონი - პუტინის აგრესია უნდა ჩავარდესჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსული აგრესიის გაკვეთილები. ძალიან დიდი ხანია, მეორე ლოყა მივუშვირეთ. ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჯონსონის თქმით, უკრაინაზე რუსეთის მხრიდან თავდასხმა დაიწყო შეთხზული საბაბით. მისი თქმით, პუტინი „კიდევ უფრო იძირება, ომის დანაშაულებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოუდგენელი ძალადობის საშინელ კამპანიაში“.

„გასული კვირის განმავლობაში, უკრაინაში მწვავე სცენების საპასუხოდ, დასავლეთის ერთიანობა შთამბეჭდავი და გამამხნევებელი იყო. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჩემი თითქმის ყოველდღიური საუბრებიდან ვიცი, რომ ამან, უკრაინელებს გარკვეული კომფორტი მისცა გაჭირვების დროს. ჩემს ცხოვრებაში არასოდეს მინახავს საერთაშორისო კრისიზი, რომლის დროსაც, რუსული ომის მანქანა თავის რისხვას ამაყ დემოკრატიაზე ავრცელებს და სადაც გამყოფი ხაზი, ბოროტსა და კეთილს შორის ასეთი მკაფიოა. მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა ძალადობისგან, გაურკვეველი მომავლისკენ.

პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოიჩინა დიდი ლიდერობა, იყო კონსულტაციები, მოკავშირეების მოწვევა. ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაიღო. ევროპის ათობით ქვეყანა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თავდაცვით აღჭურვილობას უგზავნის, მაგრამ საკმარისი გავაკეთეთ უკრაინისთვის? გულწრფელი პასუხი არის – არა. ვლადიმერ პუტინის აგრესია უნდა ჩავარდეს და ჩაითვალოს წარუმატებლად. პუტინი ცდილობს, გაანადგუროს საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლები და გაერო-ს წესდება: ერების უფლება, გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი. მისი თავდასხმა უკრაინაზე დაიწყო შეთხზული საბაბით და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით. ის კიდევ უფრო იძირება, ომის დანაშაულებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოუდგენელი ძალადობის საშინელ კამპანიაში.

ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსული აგრესიის გაკვეთილები. ძალიან დიდი ხანია, მეორე ლოყა მივუშვირეთ. ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს: ჩვენ ვნახეთ, რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 წელს და თუნდაც სოლსბერის ქუჩებში. ჩემს ბოლო ვიზიტებზე, პოლონეთსა და ესტონეთში, ჩემს კოლეგებთან საუბრისას, მე ვიცი, რამდენად მწვავედ გრძნობენ ისინი საფრთხეს“, – განაცხადა ჯონსონმა.

იპნ