საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა ძალიან დიდი შეცდომა იყო:
„ძალიან გული მწყდება, რომ ჩამოვიდა ჩემი შვილი, ახლა პირველად ვამბობ, მწყდება გული. ეს იყო დიდი შეცდომა მისი მხრიდან. რა მიიღო? რა მივიღეთ? უკრაინის სიყვარულში ნურავინ ნუ შემეჯიბრება, ძალიან კარგია, მაგრამ რას ნიშნავს ის, როცა ჩემი შვილის სახელის ხსენებაზე სტვენა იწყება? უკაცრავად, რა ჰქვია ამას, ვერ გავიგე? რა მივიღეთ საბოლოოდ? რა ხდება? ეს უნდა მიეღო საზოგადოებისგან ჩემს შვილს? არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს არცერთ ამ შეთითხნილ საქმეს. ახლა ჰყავთ ციხეში გამოკეტილი და ცდილობენ, რომ მოკლან როგორმე. აუცილებელია მისი გაყვანა ისეთ ცენტრში, სადაც აქვთ გამოცდილება ასეთი დაავადების განკურნების” – აცხადებს გიული ალასანია.