ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მთებში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
“ჩაინა ისთერნ ეარლაინსის“ ბოინგ 737-ში 133 მგზავრი იყო. ის ქალაქ კუნმინგიდან გუანჯოუში მიფრინავდა.
ადგილობრივი მედია გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.
ასევე, ჯერ არ სახელდება ავიაკატასტროფის გამომწვევი შესაძლო მიზეზი. ის ქალაქ კუნმინგიდან თბილისის დროით 09:11 საათზე გაფრინდა. მისი დაფიქსირება ბოლოს თბილისის დროით 10:22 საათზე 980 მეტრის სიმაღლეზე მოხდა, ის თითქმის 700 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა.
იპნ