გაერო – ომის დაწყებიდან უკრაინაში 136 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 13 ბავშვი

გაერო - ომის დაწყებიდან უკრაინაში 136 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 13 ბავშვიგაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ გასულ ხუთშაბათს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სულ მცირე 136 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 13 ბავშვი.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სპიკერმა აღნიშნა, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, ბევრად მეტია. მისი თქმით, გარდაცვლილთა უმეტესობა მძიმე არტილერიის დაბომბვის, საჰაერო თავდასხმების და სხვა შეტევების შედეგად დაიღუპა.

გაეროს ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულია 400-მდე ადამიანი.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, უნიანი წერს, რომ 28 თებერვლის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დაღუპულია 352 ადამიანი, მათ შორის 16 ბავშვი. დაშავდა 2 040 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 45 ბავშვი.

მთავარი