უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედროს მეუღლე, ქეთი ბერიაშვილი მეუღლესთან ბოლო კომუნიკაციას იხსენებს და ამბობს, რომ ოჯახმა არ იცოდა ისე წავიდა ჯარისკაცი უკრაინაში:
“გია წავიდა 5 მარტს. შაბათს გახდა 2 კვირა. არც ვიცოდით ოჯახის წევრებმა არაფერი. პარასკევს ხომ გავიგეთ. 17-ში ვწერდი “გია, ჩემო გია”, 4 საათი იყო პასუხი მოვიდა ცოცხალი ვარო. გია, რამე ხომ არ დაგიშავდა-მეთქი, მივწერე და ვსო აღარც მისულა. სამშობლოს შეეწირა ნამდვილად და მე ვფიქრობ, რომ ჩემი ქმარი გმირია და არ მჭირდება არავის ის, რომ გმირად აღიაროს. ჩვენთვის გმირია და ჩვენი ოჯახის ტრაგედიას გასცდა ეს ტრაგედია ნამდვილად”,- ამბობს გია ბერიაშვილის მეუღლე, ქეთი ბერიაშვილი.
გია ბერიაშვილი რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას უკრაინის ქალაქ ირპენთან დაიღუპა. დღემდე, პუტინის ომს უკრაინაში, სამი ქართველი სამხედრო შეეწირა.
უკრაინაში დაღუპულებისთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭებას მოითხოვს საზოგადოების ნაწილი საქართველოში, ასევე ოპოზიცია და მიხეილ სააკაშვილი.
ბერიაშვილს და რატიანს სამშობლოში დღეს გადმოასვენებენ.
მთავარი