14 მარტს ხანძარი მოხდა თბილისში – ჯორჯაძის ქუჩაზე, გუდიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ეზოში საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა.
ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო ბრიგადა. შენობიდან ხანდაზმული კაცი მეზობლებმა უვნებლად გამოიყვანეს. მალევე ჩააქრეს ცეცხლიც.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
პრაიმ ტაიმი