იაპონიამ რუს და ბელარუს ოლიგარქებს აქტივები გაუყინა

იაპონიამ რუს და ბელარუს ოლიგარქებს აქტივები გაუყინაიაპონიის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ კიდევ 32 რუს და ბელარუს ჩინოვნიკსა და ოლიგარქს აქტივები გაუყინა.

სამინისტროს ინფორმაციით, იაპონია ასევე კრძალავს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აღჭურვილობის ექსპორტს რუსეთში.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე იაპონურმა კომპანიამ, „ტოიოტამ“ სანქტ პეტერბურგში მდებარე ქარხანაში წარმოება შეაჩერა. „ნისანი“, „სუბარუ“ და „მიცუბიშ მოტორსი“ ასევე ემზადებიან რუსეთიდან საკუთარი თანამშრომლების გასაყვანად.

იპნ