კარდენახში 35 წლის ვალერი სიბაშვილი მოკლეს – მას მანქანით გადაუარეს

კარდენახში 35 წლის ვალერი სიბაშვილი მოკლეს - მას მანქანით გადაუარესგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 35 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს.

შელაპარაკება 8 მარტს გვიან ღამით მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მოკლულ ვალერი სიბაშვილს დაზიანებები გულ-მკერდის, თავისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.

ადგილობრივებმა “მთავარ არხს” აცნობეს, რომ კაცს გურჯაანში მცხოვრებმა პირებმა ავტომობილით გადაუარეს.

„ერთად ქეიფობდნენ, ახალგაზრდების ჯგუფი იყო. როგორც ვიცი, დიდი არაფერი მიზეზი ყოფილა, ნასვამები იყვნენ. იჩხუბეს, ერთმანეთს სცემეს. გარდაცვლილმაც სცემა ვიღაც, ასე ამბობენ. ახლა გაჩნდა ვერსია, თითქოს, სანამ მანქანას გადაატარებდნენ, მუცლის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს და ასე სასტიკად მოკლეს“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „პრაიმტაიმთან“.

დაშავებული გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ფაქტზე დაკავებულია 1 პირი.

მთავარი