კასპის მერიამ 10-მდე ტომარა რუსული წარმოების მაკარონი ,,უველკა” გაგზავნა უკრაინელებისთვის. ამის ამსახველი ფოტოები მერიის გვერდზეა გამოქვეყნებული.
ფოტოზე ჩანს ტომრები, სადაც აწერია მწარმოებელი ქვეყანა – ,,რასია” და ქალაქიც, სადაც მაკარონის მწარმოებელი ქარხანაა.
კასპის მერიაში გვითხრეს, რომ უკრაინაში რუსული და ბელორუსის მიერ წარმოებული პროდუქტები არ იგზავნება, თუმცა, ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ შეაგროვეს რუსული პროდუქტი, პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
როგორც 4 მარტს მერია იტყობინებოდა, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართვას უკრაინელი ხალხის დახმარების ჰუმანიტარულ აქციას – პირველი ადგილობრივი ბიზნესმენები გამოეხმაურნენ.
ტვირთის მიღებასა და დახარისხებაში კასპის მუნიცუიპალიტეტის მერი მონაწილეობდა.
უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვლიდან საომარი ვითარებაა. ქვეყანაში რუსეთის არმია შეიჭრა და პრეზიდენტს ზელენსკის მთავრობის ჩამოგდებას ცდილობს. პრეზიდენტი ზელენსკი ითხოვს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება.
ქართლი.გე