პუტინის ყოფილი პატიმარი და ოპონენტი მიხეილ ხადარკოვსკი რუსეთის მოქალაქეებს ქუცაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მოსახლეობამ უკრაინელი ხალხის ხოცვა უნდა გააპროტესტოს და პუტინის ახირება უნდა დაგმოს.
– პუტინი თავის თავს ვერ ერევა, პუტინი უკრაინაში ჩავარდა, ამიტომ ყველაფერზე მიდის. ყველას იყენებს: პოლიციას, ომონს და ა.შ. თითოეული ადამიანი, რომელიც ახლა რუსეთის ქალაქების ქუჩებში გამოდის, თითოეული, ვინც კი პროტესტით გამოდის, იგი პუტინის გარკვეული ძალების ნაწილს განაიარაღებს და ხელს უშლის უკრაინელების მკვლელობაში, თქვენი გამოსვლა ნამდვილად იმის საშუალება, რომ ერთი მშვიდობიანი ადამიანი არ მოაკვლევინოთ. გამოდით ქუჩებში!
მე ათი წელზე მეტხანს ვიჯექი ციხეში, ვიცავდი იმას, რასაც მართებულად მივიჩნევდი. თუკი თქვენ მიიჩნევთ, რომ მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებს არ უნდა კლავდნენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ტიპს ასე მოეპრიანა, შეეწინააღმდეგეთ. დღეს ქუჩაში გამოსვლა ადამიანების მკვლელობისთვის წინააღმდეგობის გაწევის ტოლფასია, – განაცხადა ხადარკოვსკიმ.
ტვ პირველი