ხატია დეკანოიძე – “ოცნებას” არ უნდა, რომ პუტინი დამარცხდეს”

ხატია დეკანოიძე - "ოცნებას" არ უნდა, რომ პუტინი დამარცხდეს"როგორც პუტინი იყენებს პროპაგანდას, რომ ჩვენ ნატო იმიტომ არ გვინდა, ქალაქებს დაგვიბომბავსო, იგივეს აკეთებს „ქართული ოცნება,“ თუ რამე არ მოგვწონს ხელისუფლების, ესე იგი ჩვენ ომი გვინდა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ხატია დეკანოიძემ ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვის შესაძლებლობაზე და განაცხადა, რომ მმართველ პარტიას „პარლამენტი საკუთრება ჰგონია“.

„ქართული ოცნების“ პრობლემაც ეს არის, რომ პარლამენტი მათი საკუთრება ჰგონია. პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლა დაადასტურებდა ერთიანობას არა მხოლოდ ოპოზიციის შიგნით, სახელისუფლებო უმრავლესობაში. ჩემი სურვილიც ეს იყო, რომ ჩვენ ერთიანი პოზიცია გამოგვეხატა.

პუტინი დამარცხდება და ჩვენ სამშვიდობოზე ვიქნებით, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ გულის სიღრმეში არ უნდათ, რომ პუტინი დამარცხდეს და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ სჯერათ შინაგანად. გაჟღერდა ოპოზიციის მხრიდან ინიციატივა ზელენსკის გამოსვლაზე, მქონდა კომუნიკაცია და თანხმობა გამოხატა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომ ყოველთვის მოხარული იქნებიან, საქართველოს მოქალაქეებს და პარლამენტს ესაუბრონ, ეს გავახმოვანეთ. თვითონ მიეწერათ, თვითონ აეღოთ ეს ინიციატივა, ვინ უშლიდათ, მაგრამ მათი ძირითადი მმართველობა დაფუძნებულია შიშზე და არა კეთებაზე. როგორც პუტინი იყენებს პროპაგანდას, რომ ჩვენ ნატო იმიტომ არ გვინდა, ქალაქებს დაგვიბომბავსო, იგივეს აკეთებენ, თუ რამე არ მოგვწონს ხელისუფლების, ესეიგი ჩვენ ომი გვინდა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

იპნ