კიევში კომენდანტის საათი გამოცხადდა

კიევში კომენდანტის საათი გამოცხადდაკიევში ორი დღით კომენდანტის საათი გამოცხადდა – ქალაქის მოსახლეობას დღეს 20:00 საათიდან სახლისა და თავშესაფრის დატოვება ეკრძალება.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქში გადაადგილება სპეციალური საშვის გარეშე შეუძლებელი იქნება:

„ვთხოვ ყველა კიეველს მოემზადოს იმისთვის, რომ ორი დღე მოუწევს სახლში ყოფნა ან განგაშის შემთხვევაში – თავშესაფარში“, – ამბობს ვიტალი კლიჩკო.