კიტრი ბიძინასგან, სასმელი ალექსანდრესგან, საპონი უჩასგან – სანქცირებულ რუსულ ბაზარს ივანიშვილები მოამარაგებენ

კიტრი ბიძინასგან, სასმელი ალექსანდრესგან, საპონი უჩასგან - სანქცირებულ რუსულ ბაზარს ივანიშვილები მოამარაგებენკიტრი ბიძინა ივანიშვილისგან, ღვინო და კონიაკი ალექსანდრე ივანიშვილისგან, კბილის პასტა, საპონი, შამპუნი და ტანის კრემები უჩა მამაცაშვილისგან.

შაბათის ეთერის ხმაურიანი ჟურნალიტური გამოძიებიდან დგინდება, რომ სანქციების გამო, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ უსულ ბაზარს ოლიგარქი და მისი გარემოცვა მოამარაგებს.

“ტვ პირველის” გამომძიებელი ჟურნალისტების ხელშია დოკუმენტები, სადაც ოლიგარქის გარემოცვა პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი მათი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

ირკვევა, რომ თითო გაგზავნაზე ბიძინა ივანიშვილის კომპანია რუსეთში მინიმუმ 16 ტონა კიტრს აგზავნის. ამ რაოდენობის მოგროვება საწარმომ მაქსიმუმ 3 დღეში უნდა შეძლოს.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს სათბურის კორპორაცია, სადაც 9.000 ტონა ბოსტნეული მოჰყავთ, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ეკუთვნის. მოყვანილ ბოსტნეულს აფასოვებს და გასაყიდად მიაქვს ქართულ “აგრო სახლს”, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

მოპოვებული დასკვნის მიხედვით, 2020 წელს რუსეთში გატანილი ბოსტნეულიდან  ივანიშვილის კომპანიამ  ორ მილიონ ლარზე მეტი სუფთა მოგება ნახა.

რაც შეეხება ოლიგარქის ძმას, ცნობილია, რომ ალექსანდრე ივანიშვილი რუსეთში ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია.

ალექსანდრე ივანიშვილი და დეპუტატი ზაალ დუგლაძე ერთად ფლობენ დუგლაძის ღვინის კომპანიას. ივანიშვილს აქ 25 პროცენტი აქვს. ბოლო მოგება რაც ივანიშვილის  და  დუგლაძეების კომპანიამ ნახა, 11 მილიონ 994 ათასი ლარია.

რუსეთის მომარაგებით არის დაკევბული ბატონი ბიძინას დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილიც. -მან საკუთარ თავზე ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების კოსმეტიკით მომარაგება აიღო. მაშინ როდესაც მოსკოვიდან ფრანგული და იტალიერი ბრენდები გავიდნენ, კბილის პასტა  და ჰიგიენური სშუალებების დახალები დაიცალა, უჩა მამაცაშვილის ორგანულ კოსმეტიკას ბაზარზე წილის გაზრდის დიდი შანსი მიეცა.

ტვ პირველი