კულება – “რუსეთი მშვიდობისთვის მზად არ არის”

კულება - "რუსეთი მშვიდობისთვის მზად არ არის"– რუსეთი მშვიდობისთვის მზად არ არის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.

კულება ამბობს, რომ უკრაინის მცდელობის მიუხედავად, რუსეთი ომის დასრულებას არ აპირებს.

– მძიმე იყო, რასაც ვისმენდი ლავროვისგან, მას მივმართე თხოვნით, გაეცა კითხვაზე პასუხი, რომელიც ჰუმანიტარულ დერეფნებს ეხებოდა. მე დამრჩა განცდა, რომ რუსეთი ამ მომენტში არ არის მზად, რომ დამყარდეს მშვიდობა და დასრულდეს ომი. ისინი ცდილობენ, ალყაში მოაქციონ ჩვენი შეიარაღებული ძალები. ჩვენ ვცდილობთ, მოვძებნოთ დიპლომატიური გამოსავალი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავნებდებით, – თქვა კულებამ.
მოლაპარაკებები ცოტა ხნის წინ თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა.

მოლაპარაკების დაწყებამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, კულებასა და ლავროვს ცალ-ცალკე შეხვდა.

ტვ პირველი