საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Geo Team-ი ავრცელებს.
ფეხბურთელები ეროვნული ლიგის მოქმედ ჩემპიონებს ევროტურნირებზეც დაეხმარებიან.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია “რუბინში”, ხოლო დავითაშვილი ტულის “არსენალში” ასპარეზობდა.
სპორტალი