ლატვიის სეიმმა დაამტკიცა განცხადება, რომელიც უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს.
განცხადების თანახმად, უკრაინა იყენებს თავის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიისა და ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევით.
დოკუმენტის თანახმად, დეპუტატებს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად და აუცილებლად მიაჩნიათ, გამოხატონ აშკარა მხარდაჭერა უკრაინის მიზნისთვის, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
განცხადება მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის რაც შეიძლება მალე მინიჭებაზე. განცხადებაში დეპუტატები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, მხარი დაუჭირონ უკრაინის ძალისხმევას, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო და მხარი დაუჭირონ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
სეიმი ამტკიცებს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება ევროკავშირის სოლიდარობის უმნიშვნელოვანესი სიგნალი, რაც დაადასტურებს, რომ უკრაინა ევროპის ნაწილია და ახლა მთელი ძალით იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის.
დეპუტატები ადასტურებენ, რომ ლატვია მზადაა მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ მიმავალ გზაზე.
იპნ