ლავროვი – “უკრაინასთან მოლაპარაკება რთულია, მაგრამ კომპრომისის იმედი არსებობს”

ლავროვი - "უკრაინასთან მოლაპარაკება რთულია, მაგრამ კომპრომისის იმედი არსებობს"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მიმდინარე კონფლიქტი არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც მსოფლიო წესრიგს განსაზღვრავს.

როგორც სკაი ნიუსი წერს, ლავროვმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინასთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზეც და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ადვილი არ არის, მაგრამ კომპრომისის გარკვეული იმედი არსებობს.

მისი თქმით, შეთანხმებების ზოგიერთი ფორმულირება ახლოსაა შეთანხმებასთან.

„გარდიანის“ ცნობით კი, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ ხედავს იმის ნიშანს, რომ შეერთებული შტატები მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებითაა დაინტერესებული.

შეგახსენებთ, 15 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების პოზიციები ახლა “უფრო რეალისტურად გამოიყურება”.

იპნ