ლევან ხაბეიშვილი – “ირაკლი ზარქუას ჩემ წინააღმდეგ პრეტენზია არ აქვს”

ლევან ხაბეიშვილი - "ირაკლი ზარქუას ჩემ წინააღმდეგ პრეტენზია არ აქვს"ჩემი მთავარი მოთხოვნაა პარლამენტარი, უსირცხვილო კაცი, უპირო ადამიანი ირაკლი ზარქუა მოვიდეს სასამართლოში, აეყუდოს და მოყვეს ვცემე თუ არა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ამნისტიაზე დათანხმებას არ აპირებს და საქმის შეწყვეტას მოითხოვს.

„მაქვს ინფორმაცია, რომ განცხადება აქვს შემოტანილი სასამართლოში, რომ ჩემს წინააღმდეგ პრეტენზია არ აქვს, რა მტკიცებულება უნდა ჰქონდეს სამარცხვინო ირაკლი ზარქუას? ეს 2 წლის შემდეგ გაახსენდა? ქვეყანაში კრიმინალები დაილია თუ აღარ ხდება დანაშაული, ლევან ხაბეიშვილი გახდა ნომერ პირველი კრიმინალი, რომლის საქმეც უნდა იყოს განხილული? არ ვაპირებ ვინმესგან ამნისტია მივიღო, არავის შეწყალება არ მჭირდება და არასდროს კანონი არ დამირღვევია. ვითხოვ ამ საქმის შეწყვეტას, ეს საწყის ეტაპზევე უნდა მოხდეს, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულებები და რეალური დაზარალებული”, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, 24 იანვარს ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის საკრებულოში დაპირისპირების ფაქტზე “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს 2.000 ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.