ლიზა იასკო – “2 კვირაა, ვერც ვჭამ და ვერც ვიძინებ… მე და მიხეილი სამოქალაქო ქორწინებაში ვართ…”

ლიზა იასკო - "2 კვირაა, ვერც ვჭამ და ვერც ვიძინებ... მე და მიხეილი სამოქალაქო ქორწინებაში ვართ..."მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე 2 წლის წინ უკ­რა­ი­ნული სტრანა ნიუსი წერ­და, რამ­დე­ნი­მე თვის წინ მათ­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნეს სტა­ტია, სა­დაც წერ­დნენ, რომ სოფო ნი­ჟა­რა­ძე ზა­ფხულ­ში შვილ­თან ერ­თად კი­ევ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ კი, ჯერ კი­დევ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბამ­დე ლიზა იას­კო ექ­სკლუ­ზი­უ­რად ჩა­წე­რეს.

– მე არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, ვინც სა­ა­კაშ­ვი­ლის, ან სხვა ვინ­მეს ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე შე­ძე­ნი­ლი შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ა­კე­თოს. მე და მი­ხე­ი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა­ში ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი ოჯა­ხუ­რი გეგ­მე­ბი. სხვა ყვე­ლა­ფე­რი, რაც მის წარ­სულ­ში იყო, მე სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, – ამ­ბობს იას­კო და დას­ძენს, რომ მი­შას მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მას აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ აინ­ტე­რე­სებს.

– ჩემ­თვის მთა­ვა­რია მისი სი­ცო­ცხლე და თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სხვა ყვე­ლა ჭორი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის, – ამ­ბობს ლიზა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ლიზა იას­კო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და, რომ მისი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ში პუ­ტი­ნის ტყვეა. ის ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას.

“უკვე ექ­ვსი თვეა, სა­ში­ნელ სიზ­მარ­ში ვცხოვ­რობ და ბოლო 2 კვი­რაა, აღარც ვი­ძი­ნებ და ვერც ვჭამ! იმი­ტომ, რომ პუ­ტინს ჩემი ქვეყ­ნის წარ­თმე­ვა სურს; მაგ­რამ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ტყვედ წა­იყ­ვა­ნა…

ახლა კი არა მხო­ლოდ მთე­ლი ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა უნ­დათ. არა­მედ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა, ჩემი მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის ქა­ლა­ქე­ბის, ქუ­ჩე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა” – წერ­და ლიზა.

ამბები