ლუგანსკის რეგიონიდან უკვე 12.500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ტელეგრამის არხზე ლუგანსკის რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
„ლუგანსკის რეგიონიდან მხოლოდ სამი ჰუმანიტარული დერეფნით ჩვენ მოვახერხეთ თითქმის 12.500 მშვიდობიანი მოსახლის გაყვანა“, – განაცხადა გაიდაიმ.
მისი თქმით, გუშინ ჰუმანიტარული დერეფნით მიუხედავად დამპყრობლების მიერ ევაკუაციის ჩაშლისა ყველა მცდელობისა 670 ადამიანი გამოიყვანეს.
“ყველაზე რთული იყო ხალხის გაყვანა პოპასნაიადან და რუბეჟნოედან, რადგან სროლები აქ არ შეწყვეტილა“, – აღნიშნა მან.
იპნ