ლვოვის რაიონში აფეთქებების ხმა ისმოდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო უნიანი წერს, სოციალური ქსელის მომხმარებლები ქალაქში ორი ძლიერი აფეთქების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.
ამავდროულად, კიევ ინტეპენდენტი აცხადებს, რომ არსებობს ცნობები, რომ ლვოვი რუსული სარაკეტო თავდასხმის ქვეშ არის.
ლვოვის სამხედრო ჩინოვნიკების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა განახორციელეს საჰაერო დარტყმა და რვა რაკეტა გაისროლეს სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე.
ცენტრი იავორივი ლვოვის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 30 კმ-ში მდებარეობს და სამხედრო პოლიგონს წარმოადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიიდან ამოდიოდა კვამლის დიდი სვეტები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ლვოვსა და უკრაინის ბევრ სხვა რეგიონში საჰაერო თავდასხმის მანიშნებელი სირენები მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.
იპნ