მარჩინ პშიდაჩი – “რუსეთის დარტყმა ნატოსთვის გზავნილია”

მარჩინ პშიდაჩი - "რუსეთის დარტყმა ნატოსთვის გზავნილია"პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მარჩინ პშიდაჩის განცხადებით, რუსების სარაკეტო თავდასხმა უკრაინის სამხედრო ბაზაზე ნატო-ს შეშინების მცდელობაა. მისი თქმით, რუსეთის ეს ნაბიჯი “ძალიან პროვოკაციული“ იყო.

– მათ ნამდვილად იცოდნენ, რომ სამხედრო ბაზა პოლონეთის საზღვართან ძალიან ახლოს იყო განთავსებული. ასე რომ, რა თქმა უნდა, რუსებმა იცოდნენ, რას ურტყამდნენ და სურდათ დამუქრებოდნენ ნატოს. მათ სურდათ ნატო-სთვის მუქარის მესიჯი გაეგზავნათ, _ აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

პშიდაჩის განცხადებით, მას ეშინია, რომ “პოლონეთი და სხვა ქვეყნები ახლა საფრთხეში არიან, რადგან პუტინი ცდილობს იმ სამყაროს განადგურებას, რომელშიც ისინი ცხოვრებენ“.

გუშინ, იავორივის საწვრთნელ ბაზაზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. ბიბისის მონაცემებით, გარდაიცვალა სულ მცირე 35 ადამიანი.

იპნ