მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი ტყვეების გაცვლის პროცესის დროს გაათავისუფლეს, – ინფორმაციას უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფიოდოროვი გაცვალეს 9 რუს ჯარისკაცზე, რომლებიც უკრაინელების ინფორმაციით, 2002-2003 წლებში დაბადებული სამხედრო მოსამსახურეები არიან.
ფიოდოროვი დაკავების შემდეგ ლუგანსკში გადაიყვანეს, სადაც ხუთი დღე გაატარა. უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრის ცნობით, მას, სავარაუდოდ, რუსეთთან თანამშრომლობა შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა.
იპნ