ყირიმელი საზოგადოების სახალხო მეჯლისის წევრი, ესკენდერ ბარიევი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ დღეს, 10 მარტს, დილის 6 საათზე, რუსი ოკუპანტები შეიჭრნენ ზაპორიჟჟიას საოლქო საბჭოს დეპუტატის ლეილა იბრაგიმოვას სახლში და შემდეგ გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
„დღეს მელიტოპოლში, დილის 6 საათზე, რუსულ სამხედრო ფორმაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ ზაპოროჟიეს საოლქო საბჭოს დეპუტატის, ყირიმელი საზოგადოების მკვიდრი ლეილა იბრაგიმოვას, მელიტოპოლის საქალაქო მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის სახლში”, – თქვა ბარიევმა.