რესპუბლიკელი სენატორი, ჯონ კენედი ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემაზე გავრცელებული განცხადების გამო აკრიტიკებს.
გუშინ, 10 თებერვალს პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აშშ არ უჭერს მხარს უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემას. სენატორი კენედის განმარტებით, უკრაინელების თავდაუზოგავ ბრძოლაში დახმარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ არ შეაფერხოს ევროპელ ქვეყანათა გადაწყვეტილება, გადასცეს უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავენი.
“უკრაინელი ხალხი და პრეზიდენტი ზელენსკი თავდაუზოგავად იბრძვიან, მაგრამ მათ სჭირდებათ თვითმფრინავები. მათ სჭირდებათ თვითმფრინავები. შაბათს სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინას თვითმფრინავები სჭირდება. ის არ მოითხოვს ამერიულ თვიმფრინავებს ან პილოტებს ან მებრძოლეებს. მას სჭირდება ევროპული თვიმფრინავები – ევროპულ ქვეყანათა ნაწილი თანახმაა, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ვერ იღებს გადაწყვეტილებას – ის კვლავ კულისებიდან მართავს. მიეცით კაცს თავის თვითმფრინავები”. – თქვა სენატორმა კენედიმ.