„მშვიდად როგორ გძინავთ, ან იმ სტეიკს როგორ ჭამთ, როცა ჩვენი მოქალაქეები წყლისა და საკვების გარეშე არიან“ – აზოვის ბატალიონის კაპიტნის მიმართვა

„მშვიდად როგორ გძინავთ, ან იმ სტეიკს როგორ ჭამთ, როცა ჩვენი მოქალაქეები წყლისა და საკვების გარეშე არიან“ – აზოვის ბატალიონის კაპიტნის მიმართვააზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი გუშინდელ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ აზოვის რაზმმა ერთი რუსული კატერი თავის ეკიპაჟთან ერთად გაანადგურა, ასევე ჩამოაგდეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი და თვითმფრინავი.

მისი თქმით, მარიუპოლში ისევ მძიმე შეტაკებებია და პუტინიზმის საუკეთესო გამოვლინება სწორედ ისაა, რომ რუსები საკუთარი ჯარისკაცების გადასვენებასაც კი არ აპირებენ:

“გუშინ აზოვის რაზმმა ერთი რუსული კატერი თავის ეკიპაჟთან ერთად გაანადგურა, დღეს აზოვის 36-ე ბრიგადის მებრძოლმა ერთი უპილოტო საფრენი აპარატი და თვითმფრინავი ჩამოაგდო, ასევე, გაანადგურეს 2 ტანკი და მტრის ქვეითი რაზმი. მარიუპოლში მძიმე შეტაკებებია.

პუტინის ურდო ჩვენ მიწას თავისი ჯარისკაცების ცხედრებით ფარავს და მათ გადასვენებას არც კი აპირებს, ეს არის პუტინიზმი და მისი საუკეთესო გამოვლინებები. მტერი, რომელსაც მარიუპოლში შესვლის და აღების შესაძლებლობა არ აქვს ქალაქს ჭურვებით და რაკეტებით ბომბავს, ანადგურებს შენობებს და ადამიანებს ტანკებიდან ესვრიან, იყენებს არტილერიას და საზღვაო ფლოტს”, – თქვა მან.
მისივე თქმით, რუსი ოკუპანტები თავხედურად და უმოწყალოდ კლავენ უკრაინის მოქალაქეებს. პალამარი მსოფლიო საზოგადოებასაც მიმართავს:

“მშვიდად როგორ გძინავთ, მას შემდეგ რაც ხალხი შიშით ვერ იძინებს, ან იმ სტეიკს როგორ ჭამთ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები სასმელი წყლისა და საკვების გარეშე არიან დარჩენილები, ან ის ღვინო რომელ წელს არის ჩამოსხმული, რომელსაც სვამთ, იცოდეთ, რომ თუ დღეს უკრაინა მედგრად ვერ დადგება, თუ დღეს უკრაინელები ვერ დავიცავთ სამშობლოს, ხვალ მსგავს ვითარებაში აღმოჩნდებით თქვენც და თქვენი მოქალაქეებიც”, – აღნიშნა მან.