უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გამო, მსოფლიო ბანკმა რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამა შეაჩერა, ამის შესახებ ინფორმაცია ბანკის განცხადებაში აღნიშნული.
როგორც მსოფლიო ბანკი აცხადებს, ახალი სესხები ან ინვესტიციები 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსია განახორციელა, რუსეთში აღარ დაუმტკიცებია. ბელარუსისთვის სესხების დამტკიცება კი 2020 წლიდან შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანას სანქციები დაუწესა.
ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი უკრაინის დაფინანსებისთვის დამატებით მილიარდობით დოლარს გამოყოფენ.