ავტოსაგზაო შემთხვევა ნატახტართან – ერთმანეთს “ოპელისა” და “ტოიოტას” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა.
თვითმხილველების თქმით, “ოპელის” მარკის ავტომობილი თბილისის მიმართულებით ავტობანის იმ მხარეს მოძრაობდა, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის არის განკუთვნილი.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.